27 წლის მათე გეთია, რომელიც ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალის, დარჩელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მას ორსული ცოლი და ერთი შვილი დარჩა.