ქობულეთში იპოთეკით დაზარაბულთა საპროტესტო აქცია დღეს განახლდა. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ საიდანაც მოგვიანებით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ ხუთასამდე ხელმოწერით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის სახელზე წერილი გააგზავნეს.
მათივე თქმით, მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით ქობულეთის მუნიციპალური განვითარების ფონდის შექმნაა, სადაც მოხდება ყველა დაზარალებულის საქმის შესწავლა.
“აჭარის მთავრობა უკვე ზღვაში კუნძულების აშენებას აპირებს, როცა ხმელეთზე ამდენი პრობლემაა. უკვე რამდენი ხანია ითხოვს ეს ხალხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან რეაგირებას და თითქოს ეს ხალხი არ არსებობს. ეს ადამიანები წარმოადგენენ ქობულეთში საოჯახო ტურიზმის ბიზნესს. ამ ადამიანებმა, გარდა იმისა რომ არსებობს საფრთხე დაკარგონ ქონება და დარჩნენ ქუჩაში, გაუქმდება და განადგურდება ტურისტული ბიზნესი. ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”- აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
შეგახსენებთ, ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებმა არაერთი აქცია გამართეს საბანკო სესხების სუბსიდირების, პროცენტების გაუქმებისა და ძირი თანხის დანამატის გარეშე გადახდის მოთხოვნით. რამდენჯერმე გზაც გადაკეტეს.