სამშაბათი, ნოემბერი 30, 2021 10:31


დელფინების შოუზე გსურს დასწრება და არ იცი როგორ მოიქცეთ? პასუხი ყველა კითხვაზე

ქვევით ჩამოთვლილია კითხვები, რომლებითაც ყველაზე ხშირად მიმართავენ დელფინარიუმის ადმინისტრაციას:

 

  • რომელ საათებშია წარმოდგენა და რა ღირს ბილეთი?

პირველივე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას შოუს გრაფიკისა და ფასების შესახებ. ბილეთები ხელმისაწვდომია დაგეგმილ შოუმდე 2-3 დღით ადრე, როგორც სალაროში, ასევე ონლაინ ჩვენს გვერდზე.

  • ბავშვის ბილეთი რა ღირს?

6 წლამდე ასაკის პატარები უფასოა (თუ კი ის არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს), სხვა შემთხვევაში, 6 წლიდან და ზევით, ადგილი ფასიანია, სეანსის შესაბამისად.

  • სად/როგორ შევიძინოთ ბილეთი?

ვინაიდან დელფინარიუმის ყველა შოუზე სრული ანშლაგია, სასურველია წინასწარ იყიდოთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი: მიბრძანდით დელფინარიუმის სალაროში, ან კიდევ, შეიძინეთ ონლაინ რეჟიმში.

  • როგორ შევიძინო ონლაინ ბილეთი?

ვებ-სატზე https://tickets.dolphinarium.ge გაიარეთ რეგისტრაცია, ან ელ ფოსტით, ან თუნდაც Facebook-ის პროფილით, შეარჩიეთ სასურველი თარიღი, დრო, სექტორი, ადგილი. ბილეთების ყიდვამდე, გაეცანით „წესებსა და პირობებს“, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები. საიტზე რეგისტაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ წერილს. ან კიდევ, შედით ისევ თქვენი პროფილით ჩვენს საიტზე, მენიუში თქვენი სახელ-გვარის ქვევით ღილაკზე “ჩემი ბილეთები”, ელექტრონულად იქნება ასახული აქტიური ბილეთები.

  • რომელი ბარათით შემიძლია შევიძინო ბილეთი?

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი პლასტიკური (Visa/Mastercard) ბარათით (გარდა  American Express ბარათისა). შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები, დადასტურების შემდეგ მიიღებთ SMS კოდს, შეიყვანეთ მოცემულ ველში და საბოლოოდ დააჭირეთ ღილაკს “ყიდვა”.

  • რა წარვადგინო დელფინარიუმის კონტროლთან?

დელფინარიუმის შესასვლელშივე, კონტროლის გავლისას წარადინეთ ან ამობეჭდილი ბილეთი, ან მისი ელექტრონული ვერსია (თუნდაც სკრინი).

  • რა ღირს ბილეთი ონლაინ შეძენისას?

ბილეთის ონლაინ ყიდვისას საკომისიო 20 ლარიან ბილეთზე არის 40 თეთრი, 25 ლარიანზე 50 თეთრი.

  • როგორ დავჯავშნო ბილეთი?

ჯავშანი არ ხდება! შეგიძლიათ მხოლოდ იყიდოთ ონლაინ რეჟიმში, ვებ-საიტზე ან უნდა მიბრძანდეთ და წინასწარ შეიძინოთ დელფინარიუმის სალაროში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაგეგმილი შოუს ბილეთი, ამასთან ფასებსა და შოუს განრიგსაც გაეცნობით ზევით მითითებულ ბმულზე.

  • წვიმიანი ამინდის გამო ხომ არ გადაიდება შოუ?

შოუ იმართება ნებისმიერ ამინდში, მაყურებლის მხარე გადახურულია.

  • ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა?

გაყიდული ბილეთების უკან დაბრუნება ან სხვა დღეზე გადაცვლა არ ხდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ: შოუს თარიღი, დრო და ადგილების რაოდენობა. თქვენი პირადი მიზეზებით გამოწვეული დაუსწრებლობის შემთხვევაში, ბილეთები არააქტიური ხდება და შესაბამისად, სხვა წარმოდგენაზე დასწრება შეუძლებელია.

  • რამდენი ხნით ადრე შემიძლია შევიძინო ბილეთი?

ბილეთები ხელმისაწვდომია დაგეგმილ შოუმდე 2-3 დღით ადრე.

  • რომელ დღეებშია ღია დელფინარიუმი?

ორშაბათობით დელფინარიუმში კარანტინის დღეა, შესაბამისად ვიზიტორთათვის დაკეტილებია.

  • დელფინებთან ცურვის პირობები?

მომდევნო თვეების განმავლობაში ცურვა დელფინებთან გაუქმებულია! როგორც კი ეპიდვითარება შემსუბუქდება და სპეციალისტები ბინადართათვის უსაფრთხოდ ჩათვლიან,  სერვისი განახლდება, შესაბამისად ფასებიც და პირობებიც გახდება ცნობილი.

  • როდის მთავრდება სეზონი?

სეზონი არ მთავრდება და დელფინარიუმი სეზონურად არ იხურება. აქტიური ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, შოუს რაოდენობებიც მცირდება. ზამთარშიც არის წარმოდგენები, თუმცა მხოლოდ შაბათ-კვირას.

დამატებითი  ინფორმაციისთვის:   +995 422 221730

მსგავსი სიახლეები

შემდეგი პოსტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *