ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
“აჭარაNews”-ის ინფორმაციით, გვირაბთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.