ორშაბათი, მაისი 16, 2022 19:04
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი ბიზნესი

149 800 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება – “ბანკები და ფინანსები”

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
სექტემბერი 15, 2021
ბიზნესი, ეკონომიკა, საზოგადოება
0

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 149 800 სესხია გაცემული.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 79 82.2 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 9 700 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 7825.4 მილიონიდან 7982.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 149 800 ხელშეკრულებიდან 52 100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1 027 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოს მდგომარეობთ 14.22% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი აგვისტოს მონაცემებით 62 000 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.81%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2891 მილიონი ლარია. 31 500 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც პირველ ივლისთან შედარებით 1100-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3900 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1173.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.23%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი აგვისტოს მონაცემებით 2726.6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.66%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი აგვისტოს მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 17.33%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 101.2 მილიონი ლარია.

პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.2%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 14.22%.

პირველი აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 21.72% -დან 25.39%-მდე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა.

„აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათსა და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნის ინფლაციაზე დამატებით დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი უცვლელად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10%-იან ნიშნულს. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა.

სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის დეკემბრის და 2022 წლის იანვრის ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისგან გაჩენილი საბაზო ეფექტის გამო. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სხვა თანაბარ პირობებში, 2022 წელს ინფლაციის დაღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, რომ იზრდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც იმპორტის და ექსპორტის ზრდაში აისახება. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც წინა წელთან შედარებით, თუმცა 2019-თან შედარებით კვლავ შემცირებულია. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.

გაზიარებაTweetგაზიარება

მსგავსი სიახლეები

აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს – ირაკლი ბაიდაშვილი
ბიზნესი

აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს – ირაკლი ბაიდაშვილი

მაისი 12, 2022
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ეკონომიკა

სარფის საბაჟოზე 23 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

მაისი 3, 2022
ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება
ეკონომიკა

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 80 თეთრი იქნება

მაისი 2, 2022
შემდეგი პოსტი

აჭარაში სარაგბო სტადიონების მშენებლობა იწყება

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • შემზარავი შემთხვევა – 30 წლის ორსული გარდაიცვალა
  • ჟურნალისტების სოლიდარობა “მთავარ არხსა” და ნიკა გვარამიას
  • სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა
  • ბათუმში ტურიზმის ოსკარად წოდებული – World Travel Awards-ის დაჯილდოება გაიმართება
  • ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო

© 2021 ყველა უფლება დაცულია