
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პატიმრების ოჯახის წევრებმა აქცია გაიმართეს. შეკრებილებმა მსჯავრდებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
ისინი საქართველოს პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართავენ და აცხადებენ, რომ პანდემიის გამო საყოველთაო ამნისტია უნდა გამოცხადდეს.
მათივე განცხადებით, აქციაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი აქვთ.
“მე შშმ შვილს ვუვლი მარტო. ლოგინად ჩავარდნილ 24 წლის ბიჭს. არავინ არ მყავს დამხმარე. მეუღლე წამლის მოხმარებისთვის 6 წელია ციხეში ზის. არ ვამართლებ, თვითონაც ნანობს. მაგრამ ხომ შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს რამე ქსრთველი ხალხისთვის, შეწყალება ან რამე”- განაცხადა აქციის მონაწილე ოლღა ჯოხთაბერიძემ.