
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესს გაეცნო.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ წევრებთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან გამართა. შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რომელიც უსკოს წევრების ჩართულობით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას შეეხება.
გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს წევრებთან ერთად პირადად დაათვალიერა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში განთავსებული გადათვლის ცენტრები, სადაც შემთხვევითობის პრინციპით წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა და ვიდეოგადაღება განხორციელდება.