ორშაბათი, მაისი 16, 2022 19:51
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი ახალი ამბები

სავარაუდოდ, სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
სექტემბერი 13, 2021
ახალი ამბები
0

თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში უსმენენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 

აკონტროლებენ მათ გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას. ათასობით ფაილში გვხდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ.

დოკუმენტებში ინფორმაცია იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს. ფაილებს ღია წყაროებში, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს. ის წერს:

“ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის”. 

არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური… სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ!

რა მნიშვნელობა აქვს დღეს იმას, რომ თავიდან არც წარმომედგინა, რომ ამის ნაწილი გავხდებოდი. თავიდან ასე არ წარმომედგინა ეს ყველაფერი – მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. მეგონა რომ ჩემი ქვეყნის დაცვის წინა ხაზზე მივდივარ. თან მეგონა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, წესებს ვიცავთ და დავიცავთ. თურმე მასშტაბი ბოროტების ათასჯერ უნდა გავზარდოთ!

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!

ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.

ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში – ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!

ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!” – წერს ფაილების გამავრცელებელი.

გაზიარებაTweetგაზიარება

მსგავსი სიახლეები

მეზობელმა ცოლ-ქმარი ჩაცხრილა, ორივე მათგანი გარდაიცვალა
ახალი ამბები

შემზარავი შემთხვევა – 30 წლის ორსული გარდაიცვალა

მაისი 16, 2022
ხანძარი ოცნების ქალაქში – დამწვარია ერთი სახლი
ახალი ამბები

ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

მაისი 13, 2022
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – ერთმანეთს 2  ავტომობილი შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა

მაისი 11, 2022
შემდეგი პოსტი

გადაამოწმე მოიგე თუ არა თანხა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • შემზარავი შემთხვევა – 30 წლის ორსული გარდაიცვალა
  • ჟურნალისტების სოლიდარობა “მთავარ არხსა” და ნიკა გვარამიას
  • სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა
  • ბათუმში ტურიზმის ოსკარად წოდებული – World Travel Awards-ის დაჯილდოება გაიმართება
  • ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო

© 2021 ყველა უფლება დაცულია