
“აჭარაNews”-თვის ექსკლუზიურად ხდება იმ გასაიდუმლოებული ტრაპეზის დეტალები, რომელიც ხინოში გაიმართა.
მონასტრის ეზოში ხალხმრავალ ქეიფს აჭარის განათლების მინისტრი მოადგილესთან, ზაურ ახვლედიანთან ერთად ესწრებოდა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგების მოწოდება როგორც ჩანს ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემაც არაფრად ჩათვალა, მან სხვებთან ერთად მოილხინა.

ფოტოები, რომელიც “აჭარაNews” მოაწოდეს ხინოში, მონასტრის ეზოშია გადაღებული. ხალხმრავალ ქეიფს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლევან ზოიძეც ესწრებოდა.

სოფელში სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად დეპუტატი და ექიმი ზაალ მიქელაძეც იმყოფებოდა. საქართველო, რომ წითელ ზონაშია და ქვეყანაში ყოველდღიურად 60-ზე მეტი ადამიანი კვდება როგორც ჩანს მიქელაძისთვის ეს არაფერს ნიშნავს.
