
ვახტან კალოიანის თქმით, აჭარაში კორონავირუსის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების დეფიციტია. ექიმი ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ წამლების შესაძენად სარეზევრო ფონდია გამოსაყენებელი.
”აღნიშნული მედიკამენტების მისაღებად ექიმებს ბათუმში, ქედაში, ხულოში უწევს ძალიან რთული გზის გავლა. ისინი წერენ ფორმას 100, რომელიც იგზავნება დედაქალაქში. იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას და შემდეგ იგზავნება. ბათუმში არ არის ამ მედიკამენტების საწყობი. ეს არის მხოლოდ დედაქალაქში. მხოლოდ ერთ კლინიკაში და იქედან ხდება გამოგზავნა. ორივე ამ მედიკამენტს აქვს მოკლე დროის ფანჯარა, როდესაც შეუძლია მაღალი ეფექტი მოიტანოს პაციენტთან,” – აცხადებს ვაახტანგ კალოიანი.
ვახტანგ კალოიანის განცხადებას აჭარის მთავრობა ჯერ არ გამოხმაურებია.