
ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება ხიდის ბურჯებისა და კონსტრუქციის გამაგრება, ტროტუარების მოწყობა, მოაჯირებისა და ასფალტის საფარის შეცვლა.
სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 582 ათას 697 ლარს შეადგენს.