
მესამე დღეა აჭარის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე ქობულეთში 8 მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი საავტომობილო გზები 4 მიმართულებით იწმინდება.
ასევე ქედაში, შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე საავტომობილო გზებზე მცირე მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.