
სარფის საბაჟოზე 49 220 კილოგრამი გაფუჭებული კარტოფილი აღმოაჩინეს. ბოსტნეულით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება მებაჟე-ოფიცრებმა შეაჩერეს.
კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
“საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება,”- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.