
აჭარაში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნციპალიტეტში დილიდან აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს და დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებითაც.
ქედის მუნიციპალიტეტში კი მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთზე გრძელდება.
მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთშიც. მუნიციპალიტეტში ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით დაიმეწყრა საავტომობილო გზა.
რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, საავტობობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცინარეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს კლდოვანი ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები.