
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის პაციენტი 31 აგვისტოს კლინიკაში მოათავსეს.
ექიმების თქმით, ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტი მოთავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, 1 სექტეტემბერს კი გარდაიცვალა,”- აცხადებენ სამინისტროში.