ორშაბათი, მაისი 16, 2022 18:34
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი ჯანდაცვა

რა ხდება, როდესაც თქვენს სხეულში COVID-19-ის ვაქცინა შედის – ნახეთ განმარტება

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
სექტემბერი 1, 2021
ჯანდაცვა
0

COVID-19-ის პანდემიამ, რომელიც კორონავირუსმა SARS-CoV-2-მა გამოიწვია, ადამიანთა ცხოვრება მთელ მსოფლიოში შეცვალა. 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ამ ვირუსმა მსოფლიოში უკვე 4,5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით საქართველოში 7000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ COVID-19-ის პანდემიის დასრულების მნიშვნელოვანი გზა ვაქცინებია.

თუმცა, აცრა ძალიან ბევრ ადამიანს აშინებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინების მოქმედების პრინციპის შესახებ ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ხშირად ის საკმაოდ ძნელად აღსაქმელია. შევეცდებით, ეს ამბავი შედარებით მარტივად აგიხსნათ.

ვაქცინები ვირუსებთან მისამსგავსებლად იქმნება

ვაქცინების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ისინი თქვენს სხეულს ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ინფექციას ისე, რომ თავად ორგანიზმს არ ჰქონდეს ინფექციასთან საქმე. ამ გზით, ვაქცინები თქვენს სხეულს ამზადებს იმ მიკრობების წინააღმდეგ, რომლებიც სხვა მხრივ ძლიერ ავად გაგხდიდათ.

COVID-19-ის ყველა ვაქცინა ფოკუსირებულია კორონავირუს SARS-CoV-2-ის წვეტ ცილაზე. SARS-CoV-2 მრგვალი ვირუსია, რომელსაც ზედაპირიდან ბუსუსების მსგავსი გამონაზარდები აქვს გამოშვერილი. ამ გამონაზარდებს წვეტ ცილებს უწოდებენ.

ეს ვირუსი უჯრედებში სწორედ ამ წვეტი ცილების საშუალებით შედის და საკუთარი თავის ასლებს ამზადებს. ამას ვირუსი ადამიანის უჯრედების გარკვეული სახის ცილებზე, სახელად რეცეპტორებზე მიწებებით ახერხებს, განსაკუთრებით კი ფილტვის უჯრედებში. ასე შედის ვირუსი ჯანმრთელ უჯრედებში და აინფიცირებს.

ვაქცინები სხეულს ამ წვეტი ცილების წარმოქმნის ინსტრუქციებს აწვდიან. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ამ ინსტრუქციებს ატარებენ მოლეკულაში, რომელსაც mRNA ეწოდება (საინფორმაციო რნმ). ეს ერთსპირალიანი მოლეკულა ლენტის გრძელ ნაჭერს ჰგავს, რომელზეც დაშიფრულია ცილის წარმოების ინსტრუქცია.

Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ინსტრუქციებს უჯრედებს დნმ-ის მოლეკულის საშუალებით გადასცემენ. ადამიანის უჯრედებისთვის წვეტი ცილების დნმ-ის გადასაცემად იყენებენ ვირუსს, სახელად ადენოვირუსს, რომელსაც საკუთარი თავის ასლების წარმოქმნა არ შეუძლია. ეს დნმ mRNA-დ გადაკოპირდება, რომელიც შემდეგ ინსტრუქციებს ცილებად თარგმნის — ამ შემთხვევაში კორონავირუსის წვეტ ცილებად.

ამგვარად, განსხვავება ამ ვაქცინებს შორის მხოლოდ ის არის, რომ Pfizer-ი და Moderna თქვენს სხეულს წვეტი ცილის ინსტრუქციებს mRNA-ის საშუალებით აწვდის, Johnson & Johnson-ი და AstraZeneca კი დნმ-ის საშუალებით. ამის შემდეგ, ისინი ერთნაირი გზით მოქმედებენ.

რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენს ორგანიზმში ვაქცინა შედის?

მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვაქცინას გაიკეთებთ, mRNA-ს ან დნმ-ს ყლაპავს ქსოვილის უჯრედები და კუნთებში არსებული სპეციალური იმუნური უჯრედები, ისევე როგორც დენდრიტული უჯრედები. დენდრიტული უჯრედები მთელ სხეულს დარაჯებივით ყარაულობენ და ეძებენ შემოჭრილი მიკრობების, მაგალითად, კორონავირუსის ნიშნებს.

მაშინვე, როგორც კი დნმ ან mRNA დენდრიტულ უჯრედებში ან ქსოვილის უჯრედებში მოხვდება, ეს უჯრედები მათ მიერ მიტანილი ინსტრუქციების გამოყენებით წვეტი ცილების წარმოქმნას იწყებენ. როგორც წესი, ეს პროცესი 12 საათზე ნაკლებს გრძელდება. მას შემდეგ, რაც წვეტი ცილები უკვე დამზადებულია და იმუნური სისტემისთვისაც ხილული, უჯრედები mRNA-ს და დნმ-ს შლიან და ანადგურებენ,

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ერთი რამ — მიუხედავად იმისა, რომ თქვენი უჯრედები თავად ახდენენ წვეტი ცილების გამომუშავებას, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მთლიანი ვირუსის ასლის შესაქმნელად. თუმცა, წვეტ ცილებს შეუძლია გამოიწვიოს სხეულის იმუნური სისტემის თავდაცვითი მექანიზმის გაძლიერება ისე, რომ ის უკვე მზად არის მთლიანი კორონავირუსის შეჭრის შემთხვევისთვისაც.

როდესაც ქსოვილის უჯრედები და დენდრიტული უჯრედები წვეტ ცილებს არასასურველ სტუმრებად აღიქვამენ, უჯრედები საკუთარ ზედაპირზე წვეტი ცილის მონაკვეთებს ათავსებენ, რათა სხვა უჯრედებმაც დაინახონ. გარდა ამისა, „საფრთხის“ სიგნალს ამავე დროს გამოყოფენ დენდრიტული უჯრედებიც, რათა უჯრედებს ამცნონ, რომ წვეტი ცილა საფრთხეს წარმოადგენს.

ამის შემდეგ, ეს გამაფრთხილებელი სიგნალები თქვენი სხეულის იმუნურ პასუხებს აძლიერებს.

რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენი იმუნური სისტემა აღიგზნება?

ამ პროცესის წყალობით, სხეული უკვე მოწოდების სიმაღლეზეა და მზად არის შემოჭრილი სხეულების წინააღმდეგ ბრძოლისთვის — ამ შემთხვევაში, COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ წარმოქმნილ წვეტ ცილებთან საბრძოლველად.

სხეულში არსებული იმუნური უჯრედები, რომლებსაც B-ლიმფოციტები და T-ლიმფოციტები ეწოდება, გარედან შემოჭრილ სხეულთა გამაფრთხილებელ ნიშნებს ცნობენ. საჭირო ზონაში ათასობით ასეთი უჯრედი გარბის, რათა ახალი საფრთხე შეისწავლონ და თავდაცვაც უზრუნველყონ.

B-ლიმფოციტები წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც წვეტ ცილებს ანადგურებენ. სხვადასხვა B-ლიმფოციტი ბევრ სპეციალიზებულ ანტისხეულს წარმოქმნის, რომლებიც ვირუსის ან ბაქტერიის სხვადასხვა ნაწილებს სცნობენ. B-ლიმფოციტები ერთგვარი ფაბრიკებია, რომლებიც შემოჭრილი საფრთხის საწინააღმდეგო ანტისხეულთა წარმოქმნას აგრძელებენ მას შემდეგაც კი, რაც ის უკვე აღარ არსებობს; შედეგად, სხეული მომავალშიც დიდი ხნით არის დაცული.

საფრთხის სიგნალისთანავე, B-ლიმფოციტებს ანტისხეულების წარმოებაში ეხმარება T-ლიმფოციტების ერთ-ერთი ტიპი, სახელად დამხმარე T-ლიმფოციტები. ამასობაში, კიდევ ერთი სახის T-ლიმფოციტები ამოწმებენ, არის თუ არა ვირუსის მიერ ინფიცირებული სხეულის სხვა უჯრედებიც. თუ ეს T-ლიმფოციტები ინფიცირებულ უჯრედებს შენიშნავენ, ანადგურებენ, რომ უფრო მეტი ასლები ვეღარ წარმოქმნან და ინფექცია სხვა უჯრედებს ვეღარ გადასცენ.

რატომ გვტკივა მკლავი?

ვინაიდან ყველა ეს მნიშვნელოვანი პროცესი თქვენს სხეულში ხდება, შეიძლება დაგეტყოთ იმის გარკვეული ფიზიკური ნიშნები, რომ თქვენს კანქვეშ ამ დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. აცრის შემდეგ მკლავში ტკივილის მიზეზი ის არის, რომ იმუნური უჯრედები, მაგალითად, დენდრიტული უჯრედები, T-ლიმფოციტები და B-ლიმფოციტები მკლავისკენ გარბიან, რათა საფრთხე შეამოწმონ.

ასევე შეიძლება აგეწიოთ ტემპერატურაც ან იგრძნოთ ავადმყოფობის სხვა ნიშნები. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეული სწორედ იმას აკეთებს, რაც გსურდათ. ეს უსაფრთხო და ბუნებრივი პროცესია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც სხეული წვეტ ცილებთან ბრძოლას სწავლობს. ამგვარად, თუ შემდეგ რეალურ კორონავირუსთან გექნებათ კონტაქტი, თქვენს სხეულს უკვე ნასწავლი აქვს, როგორ დაგიცვათ მისგან.

მასალა მომზადებულია 1TV.GE-ს მიერ The Conversation-ზე დაყრდნობით.

გაზიარებაTweetგაზიარება

მსგავსი სიახლეები

საქართველოში “ქინდერის” საეჭვო პარტია დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
ჯანდაცვა

საქართველოში “ქინდერის” საეჭვო პარტია დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

აპრილი 29, 2022
ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც მანქანა დაეჯახა
ჯანდაცვა

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც მანქანა დაეჯახა

აპრილი 20, 2022
აჭარაში 11 ადამიანი  გარდაიცვალა
ჯანდაცვა

3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ავარია ხულოში

აპრილი 20, 2022
შემდეგი პოსტი

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • შემზარავი შემთხვევა – 30 წლის ორსული გარდაიცვალა
  • ჟურნალისტების სოლიდარობა “მთავარ არხსა” და ნიკა გვარამიას
  • სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა
  • ბათუმში ტურიზმის ოსკარად წოდებული – World Travel Awards-ის დაჯილდოება გაიმართება
  • ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო

© 2021 ყველა უფლება დაცულია