
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
“მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მივიღეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება”, – თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.