ორშაბათი, მაისი 16, 2022 20:33
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი საზოგადოება

აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულება, პატრიოტიზმის გამოხატულებაა – პრეზიდენტი

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
აგვისტო 28, 2021
საზოგადოება, ჯანდაცვა
0

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.

მოქალაქეებისადმი მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღეს მარიამობა, ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს!

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოსა და ქართველებისთვის!

როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით.

თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს, იმას რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად, არ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, ყველაფერი რისი საშუალებაც გაგვაჩნია ჩვენ პირადად თუ კოლექტიურად. ეს ნიშნავს დაცვის ყველა საშუალების გამოყენებას: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, თავყრილობებისგან თავის შეკავებას.

რა ფასი უნდა ჰქონდეს ქორწილს, დაბადების დღეს, ან ქელეხს თუ, მას მოჰყვება ჩვენი ახლობლების ინფიცირება, მძიმე დაავადება და შესაძლო გარდაცვალება.

ერთი მხრივ, საკუთარ თავზე ეგოისტურად რაღაცების გვეშინია, და მეორე მხრივ, საკუთარ თავზე ვიღებთ სხვისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების უდიდეს პასუხისმგებლობას.

აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს, და დღეს უკვე ვხედავთ რომ, ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება. არ შეიძლება, არ დავინახოთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოგრაფიული მდგრადობისთვის.

არ შეიძლება, არ გავიმეორო თუ რამდენად აუცილებელია აცრა, რამდენად გვიცავს ის დაავადების, ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალებებისგანაც კი.

არ შემიძლია, არ ვიფიქრო, რომ უარყოფითი პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს და ცრუ შიშებს ბადებს, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშავდება და ვრცელდება.

ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!“ – აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში არჩევნების საკითხსაც ეხება.

„მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა.

ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!“ – აცხადებს პრეზიდენტი.

გაზიარებაTweetგაზიარება

მსგავსი სიახლეები

ბათუმში მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება – ნახეთ რომელ ნომრებს შეეხება ცვლილება
საზოგადოება

2 მაისს ბათუმში ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება – ნახეთ მარშრუტების ჩამონათვალი

მაისი 1, 2022
საქართველოში “ქინდერის” საეჭვო პარტია დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
ჯანდაცვა

საქართველოში “ქინდერის” საეჭვო პარტია დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

აპრილი 29, 2022
2021 წელს საქართველოში 13 960 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
საზოგადოება

2021 წელს საქართველოში 13 960 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

აპრილი 29, 2022
შემდეგი პოსტი

კორონავირუსმა ბათუმში დედა შვილი იმსხვერპლა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • შემზარავი შემთხვევა – 30 წლის ორსული გარდაიცვალა
  • ჟურნალისტების სოლიდარობა “მთავარ არხსა” და ნიკა გვარამიას
  • სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა
  • ბათუმში ტურიზმის ოსკარად წოდებული – World Travel Awards-ის დაჯილდოება გაიმართება
  • ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო

© 2021 ყველა უფლება დაცულია