
8 წლის ბავშვი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შოკურ მდგომარეობაშია. მოზარდი, ცოტა ხნის წინ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პატარა ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
“აჭარაNews”-ის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ შესულა.