
საკალათბურთო კლუბ “ბათუმს” მომავალი, 2020-2021 წლის სეზონიდან ოთო პერტაია, საბა ლობჯანიძე და სოსო გოგნაძე შეუერთდნენ.
კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომ 25 წლის გოგნაძე გასულ სეზონში “მგზავრების” ღირსებას იცავდა. 28 წლის უკანა ხაზელი საბა ლობჯანიძე ბოლოს “თსუს” შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო 21 წლის ოთარ პერტაიას ბოლო კლუბი “მგზავრები” იყო.