
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდ 19-ით ინფიცირების 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა – 333 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია 51 037 ადამიანი. ბოლო ინფორმაციით კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, ხოლო კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) 27
პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კლინიკებში მკურნალობას გადის
939 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -1333, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 4844.