
“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს – ამის შესახებ ღოღობერიძის ადვოკატი იტყობინება.
ზაზა პაპიძის ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძე ამ ეტაპზე ფინანსური პოლიციის შენობაში იმყოფება. მისივე თქმით, დაკავების სავარაუდო მიზეზი წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებას ეხება.
შეგახსენებთ, ღოღობერიძის ორგანიზაციის საქმიანობით ფინანსური პოლიცია მიმდინარე წლის მაისში დაინტერესდა.