
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, სარფის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა – ამის მიზეზი კორონავირუსის შემხვევის დაფიქსირება გახდა. მონასტერში შესვლა დღეიდან აკრძალულია.
გუშინ, ამავე მონასტრის მონაზონი სოსანა გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.