
“ჩვენ დამოკიდებულები ვართ საოჯახო სასტუმროებისგან მიღებულ შემოსავალზე – ქობულეთში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა პანდემიის შედეგად დაზარალებულ ტურისტულ სეზონზე აქცენტირდა. მოქალაქეების განმარტებით, საბანკო სესხების დაფარვას ვეღარ ახერხებენ, რადგან მათივე თქმით, “სეზონი ჩავარდა”. ამბობენ, რომ იპოთეკით დატვირთული სახლები ვერ გააქირავეს და შემოსავალი ვერ მიიღეს.
ქობულეთში მცხოვრებლებთან ერთად, საპროტესტო აქციაზე თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. უფლებადამცველმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი თორნიკე რიჟვაძეს, მიმართა, რომ ადგილობრივთა პრობლემებით უმოკლეს ვადაში დაინტერესდეს.
ბაკურიძე მმართველ გუნდს საფინანსო და საბანკო პოლიტიკას უწუნებს და მისი გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
იგი ამბობს, რომ თუ კი ხელისუფლება შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს, არჩევნებზე სერიოზული დისკომფორტი შეექმნებათ.