
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას განაგრძობს.
აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 – ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი.
შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა 42 ობიექტში გამოვლინდა, კერძოდ, 11 – ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში.
დარღვევის ყველა ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ ბმულზე