
აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში კორონავორუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 898 პაციენტი მკურნალობს, მათგან 139-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა კი 22 პირია.
ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს 1 298 პირი, საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული 5, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 495.