
მახინჯაურის სანაპირო ზოლზე უნებართვოდ განთავსებული ჯიხური მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე გაიტანეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქემ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით კონსტრუქცია რკინიგზის მიმდებარედ, შესაბამის სამსახურთან შეთანხმების გარეშე განათავსა.
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების შემდეგ ჯიხური მეპატრონემ ევაკუატორის მეშვეობით სახელმწიფო ტერიტორიიდან მალევე გაიტანა. საზაფხულო სეზონის დადგომისთანავე სანაპირო ზოლზე იმატებს უნებართვო ობიექტების განთავსების ფაქტები,”-აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.