
ბათუმში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სანიაღვრე ქსელი, ასევე, დაგეგმილია დამატებით 4 ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარს აღემატება.